ემანუელ მაკრონის განცხადებებმა ჩეხეთის რესპუბლიკაში, როგორც ჩანს გაღიზიანება გამოიწვია ბერლინში.
სამშაბათს საფრანგეთის პრეზიდენტმა მოუწოდა მოკავშირეებს ნუ გამოიჩენენ სიმხდალეს, როცა საქმე უკრაინის დაცვას ეხება.
პრაღაში ფრანგულ თემთან საუბრისას მაკრონმა თქვა: “ევროპა ახლა არის იმ ეტაპზე, როცა აუცილებელია არ გამოიჩინოს სიმხდალე” და დასძინა, რომ ხალხს არ უნდა ნახოს ტრაგედიები, რომელიც მომავალში მათ თავს დაატყდებათ.
პრეზიდენტის ამ განცხადებას მალევე გამეხმაურნენ ბერლინში. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ასეთი განცხადებები ვერ დაეხმარება უკრაინას ფრონტის ხაზებზე . მისივე თქმით, საჭირო არაა იმაზე საუბარი “ვინ უფრო გამბედავია და ვინ არა”.
უკრაინის ომის საკითხზე პარიზსა და ბერლინს შორის გარკვეული უთანხმოებაა. საფრანგეთში არ მოსწონთ ის ფაქტი, რომ გერმანია ამერიკის შეერთებულ შტატებს თვლის ევროპული უსაფრთხოების ქვაკუთხედად, გერმანიაში კი არ მოსწონთ მაკრონის განცხადებები განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა გერმანიამ უკრაინას გაცილებით მეტი შეიარაღება გადასცა ვიდრე საფრანგეთმა.