მთავარიევროპასაფრანგეთიემანუელ მაკრონი ევროპის „სტრატეგიულ გააქტიურებას“ ითხოვს

ემანუელ მაკრონი ევროპის „სტრატეგიულ გააქტიურებას“ ითხოვს

საფრანგეთის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთშია. კოლეგასთან ერთად ემანუელ მაკრონმა უკრაინაში რუსული ინტერვენციის შესახებ ისაუბრა და კიდევ ერთხელ თქვა, რომ არ უნდა გამოირიცხოს NATO-სა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შეიარაღებული ძალების გაგზავნა უკრაინაში. ემანუელ მაკრონის თქმით, ევროპამ უნდა შეძლოს „სტრატეგიული გააქტიურება“ და კრემლისთვის მკაფიო გზავნილი, რომ ევროპას შეუძლია თავდაცვა.

„ვინ დაიწყო ომი უკრაინაში? – ვლადიმერ პუტინმა. ვინ იმუქრება ატომური იარაღით? – ვლადიმერ პუტინი. მას უნდა ჰკითხოთ, თუ რამდენად შორს აპირებს შეტოპვას. მის პირისპირ სტრატეგიულ შეზღუდვებსა და არასაკმარის რესურსებზე საუბარი მხოლოდ სისუსტის ნიშანია და მე ამას არ დავუშვებ. ეს არის თუ არა ჩვენი ომი? მე მოვითხოვ სტრატეგიულ გააქტიურებას და ეს გახლავთ ერთადერთი რეალური პასუხი იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც ევროპა ახლა იმყოფება”, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებას მოჰყვა მთელი რიგი კომენტარები სხვა ლიდერებისგან და მათი უდიდესი უმრავლესობა უკრაინაში ჯარების გაგზავნას გამორიცხავს. ერთადერთი გამონაკლისია კანადა, რომლის თავდაცვის მინისტრმაც უკრაინაში სამხედროების გაგზავნა არ გამორიცხა. ჩეხეთის პრეზიდენტმა და არმიის ყოფილმა გენერალმა პეტრ პაველმა კი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:21

EMMY AWARDS 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend