ევროპის ქვეყნები თავდაცვის გასაძლიერებლად ემზადებიან. ექსპერტების შეფასებით, სამხედრო მრეწველობა ომის ეკონომიკის მოდელზე ევროპაში აქამდეც უნდა გადასულიყო.
რუსეთის აგრესიამ უკრაინასა და ევროპის კონტინენტზე სრულმასშტაბიანმა ომმა ევროპა აიძულა გადაეხედა საკუთარი თავდაცვისუნარიანობისთვის, თუმცა ომის დაწყებიდან მხოლოდ ორი წლის თავზე.
ახლა ევროპული ქვეყნები ცდილობენ, ეკონომიკა “ომის რეჟიმზე” გადაიყვანონ და გაზარდონ სამხედრო მზადყოფნა.
ექსპერტები ამბობენ, რომ ევროპა ასე წლების წინ უნდა მოქცეულიყო.
ევრონიუსი ამ თემაზე ანალიტიკური ცენტრის, “ჯეოქეისის”, მკვლევარ ვახტანგ კაპანაძეს ესაუბრა.
ის ამბობს, რომ დღევანდელი ევროპა მოუმზადებელი აღმოჩნდა იმ გამოწვევებისთვის, რომლებიც ახლა ხდება.
“უნდა განვითარდეს სამხედრო მრეწველობა, რომელიც მნიშვნელოვნად შეკვეცილი იყო. უნდა შექმნას ევროპამ თავისი მარაგები, რომლებიც ამოწურულია… ორი ნაბიჯით დაგვიანებულია ეს ყველაფერი და მნიშვნელოვნად და დიდწილად ეს სამხედრო თეორეტიკოსების ბრალიცაა, რომლებმაც დაიწყეს მეოთხე თაობის ომებზე საუბარი, ჰიბრიდულ ომებზე, კონტრტერორისტულ თავდასხმებზე და ა.შ..”, – ამბობს ევრონიუსთან საუბარში ვახტანგ კაპანაძე.
მისი თქმით, ამ ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე ძლიერი და გამოცდილი არმია უკრაინას ეყოლება.