ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამის სახელმწიფო ბიუჯეტი 2024 წელს 16 მილიონი ლარით განისაზღვრა. ეს თანხა 2 მილიონი ლარით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.
ქართული ღვინის პრიორიტეტულ ბაზრებად კვლავ რჩება აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია.
რა ღონისძიებებია დაგეგმილი მიმდინარე წელს ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით – ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ ისაუბრა.