მთავარიაზიაღაზაგაეროს პალესტინის დახმარების სააგენტოს ხელმძღვანელი ფილიპე ლაზარინი განცხადებას ავრცელებს

გაეროს პალესტინის დახმარების სააგენტოს ხელმძღვანელი ფილიპე ლაზარინი განცხადებას ავრცელებს

გაეროს პალესტინელთა დახმარების სააგენტოს ხელმძღვანელი ფილიპე ლაზარინი აცხადებს, რომ მათ წინააღმდეგ მიზანმიმართული და შეთანხმებული კამპანია მიმდინარეობს, რათა შეფერხდეს და საბოლოოდ შეჩერდეს მათი საქმიანობა.

 

ლაზარინის თქმით, ამ კამპანიის ნაწილია დონორი ორგანიზაციებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება, რათა გაჩნდეს უნდობლობა და შეილახოს სააგენტოს რეპუტაცია.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმაც ღიად განაცხადა, რომ გაეროს პალესტინელთა დახმარების სააგენტო აღარ იქნება ჩართული ღაზაში ომის შემდგომ პროცესებში.

ლაზარინის თქმით,  ამ გეგმის შესრულება უკვე დაწყებულია  ღაზაში მათი ინფრასტრუქტურის განადგურებით.

გუშინ ისრაელის არმიის სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ გაეროს პალესტინელთა დახმარების სააგენტოს 450-ზე მეტი თანამშრომელი ღაზაში მოქმედი ტერორისტული ჯგუფების წევრია.

ამავდროულად, ათასობით პალესტინელი ღაზის ჩრდილოეთიდან სამხრეთში გარბის, რადგან მსოფლიო სასურსათო პროგრამამ შეაჩერა საკვების მიწოდება რეგიონში.

AP

ამით ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდა. საკვები მარაგი თითქმის ამოწურულია.

მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებებისა,  ისრაელმა  ღაზაში სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან, ფაქტობრივად, სრულად შეზღუდა ღაზაში საკვების, წყლის, მედიკამენტებისა და საწვავის შეტანა.

გაერო ისრაელს მოუწოდებს, გახსნას დამატებითი გადასასვლელები და დახმარების მიწოდებისას  უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend