გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა მთავრობას მოუწოდა, სერიოზულად განიხილოს უკრაინისთვის „ტაურუსის“ ფრთოსანი რაკეტების გადაცემის საკითხი.
მიუხედავად გერმანელი სამხედროების საიდუმლო სატელეფონო ჩანაწერის გავრცელებისა, გერმანიისგან შორი მანძილის რაკეტების უკრაინისთვის მიწოდებას მოითხოვს დიდი ბრიტანეთიც.
▪️მარია ზახაროვამ გერმანელებს დემოკრატია დაუწუნა.
▪️უფრო შორს წავიდა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი, რომელმაც ე.წ. დიდი სამამულო ომი გაიხსენა და მეორე მსოფლიო ომისდროინდელი სლოგანები გამოაქვეყნა ტელეგრამ გვერდზე.https://t.co/NpjoLx1lJL— Euronews Georgia (@EuronewsGeorgia) March 4, 2024
მანამდე კანცლერმა შოლცმა ომში ჩართული ქვეყნისთვის შორი მანძილის შეიარაღების გადაცემაზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ გერმანიამ უნდა შეინარჩუნოს კონტროლი ფრთოსანი რაკეტების „ტაურუსის“ განთავსებაზე.
გასული 24 საათის განმავლობაში რუსულმა ძალებმა ხერსონის რეგიონში 16 დასახლება დაბომბეს, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაიჭრა ერთი მოქალაქე.
მარჯვენა სანაპიროზე დაზიანდა 9 საცხოვრებელი კორპუსი, 16 კერძო შენობა, კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა და საგანმანათლებლო ინსტიტუტები.
ოდესაში კი მოქალაქეებმა საცხოვრებელ კორპუსთან, რომელსაც რუსული დრონი მოხვდა, მემორიალი მოაწყვეს.
მათ ყვავილებითა და სანთლებით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. როგორც ცნობილია, გარდაცვლილთა შორის 5 ბავშვი იყო. ადგილზე ჯერ კიდევ მუშაობენ შესაბამისი სამსახურები.