მთავარიევროპასაფრანგეთი26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით პარიზი ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს

26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით პარიზი ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 7 მარტს ოლიმპიურ სოფელს გახსნის ტერიტორიაზე, რომელიც  2024 წლის პარიზის თამაშების საერთაშორისო ცენტრად გადაიქცევა.

სოფელი მდებარეობს სენ-დენის გარეუბანში, რომელიც სპორტულ სამყაროში სტად დე ფრანსის სახელითაა არის ცნობილი, სწორედ აქ თამაშობენ საფრანგეთის ფეხბურთისა და რაგბის გუნდები.

თუმცა ეს რაიონი საფრანგეთის ერთ-ერთი ღარიბი ნაწილია.

ოლიმპიურმა თამაშებმა, რომლებიც 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება, შესაძლოა ხელი შეუწყოს ამ რაიონის პერსპექტივის გაზრდას და შეუქმნას მემკვიდრეობა როგორც ადგილობრივებს, ისე  მთლიანად რეგიონს.

ეკოლოგიურად სუფთა სოფლის აშენებამ, რომელიც დაახლოებით ორი მილიარდი ევრო დაჯდა, 2000-ამდე სამუშაო ადგილი შექმნა, დასაქმებულია 1136 ადგილობრივი. ამ ადგილს ოლიმპიადის დროს 14 000-ზე მეტი სპორტსმენი  ესტუმრება.

ბინები სხვადასხვა ზომისაა, სტანდარტულად 8 ადამიანი ეტევა,  თითო ოთახში ორს შეეძლება ცხოვრება.

გიგანტური სასადილოდან მიღებული ჭარბი კალორიების დასაწვავად სპორტსმენებს შესთავაზებენ მთავარ ფიტნესცენტრში განთავსებულ 350-ზე მეტი სავარჯიშო მოწყობილობასა და ორ საუნას, რომელთა საშუალებითაც მათ შეეძლებათ, აკონტროლონ თავიანთი წონა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend