მთავარიამერიკააშშტრამპის პირველი მარცხი 2024-ის საარჩევნო რბოლაში

ტრამპის პირველი მარცხი 2024-ის საარჩევნო რბოლაში

რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო პრაიმერში პირველი გამარჯვება მოიპოვა წარსულში ტრამპის ადმინისტრაციის ელჩმა გაეროში ნიკი ჰეილიმ. ეს ნიკი ჰეილის მიერ მოპოვებული იშვიათი გამარჯვებაა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ ფიგურამ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატობა დაიბეოს.

რესპუბლიკურ პრაიმერში 10 შტატი უკვე მოიგო სახელმწიფოს 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. მიუხედავად ამისა, ნიკი ჰეილი დანებებას არ აპირებს და იმედს ე.წ. “სუპერ სამშაბათზე” ამყარებს, 16 შტატის ერთობლივ პრაიმერზე.

“ტრამპი “სუპერ სამშაბათს” საკუთარი მხარდამჭერების მასობრივ მობილიზაციას აპირებს. ის დიდი ალბათობით დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის გამარჯვება სუპერ სამშაბათს მოსალოდნელია, ეს მაინც ერთ-ერთი საკვანძო საარჩევნო მომენტია. ნიკი ჰეილის გამარჯვების ალბათობა უფრო და უფრო მცირდება. მას არც შეუძლია ბევრის გაკეთება, დონალდ ტრამპის დამარცხება რესპუბლიკურ პარტიაში ამ ეტაპზე თითქმის შეუძლებელია. თეორიული თვალსაზრისით არსებობს შესაძლებლობის ფანჯარა, რომ მომავალ “სუპერ სამშაბათს” ნიკი ჰეილი გარკვეულ წარმატებას მოიპოვებს, მაგრამ დონალდ ტრამპი იზრუნებს, რომ ეს წარმატება ნიკი ჰეილის კამპანიაში გამონაკლისი იყოს. არის რიგი კითხვები, რიგი შტატები, სადაც შეიძლება ნიკი ჰეილიმ გაიმარჯვოს, მაგრამ დონალდ ტრამპის უპირატესობა აშკარაა. ნიკი ჰეილიმ რომც გაიმარჯვოს რამდენიმე შტატში, ის საბოლოო ჯამში დონალდ ტრამპს ვერ დაამარცხებს“, – ამბობს კაილ კონდიკი, ვირჯინიის უნივერსიტეტის პოლიტიკური მკვლევარი.

ნიკი ჰეილიმ მართალია, მასშტაბური მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, მაგრამ ნამდვილად შეძლო დონალდ ტრამპის პოლიტიკური სისუსტის აღმოჩენა რიგ შტატებში. მიუხედავად ამისა, ნიკი ჰეილის მხარდამჭერები ყოფილ დიპლომატს კანდიდატურის მოხსნის ნებას ჯერ არ აძლევენ. “სუპერ სამშაბათს” ნიკი ჰეილის დამარცხების შემთხვევაში მისი საარჩევნო კამპანიის დაფინანსებაში დონორების დარწმუნება შესაძლოა გართულდეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend