რა ვითარებაა ოკუპირებულ აფხაზეთში ქალთა უფლებების თვალსაზრისით? – საქართველოს “სოციალური სამართლიანობის ცენტრმა” მოამზადა შეფასების დოკუმენტი, რომელიც ეყრდნობა საქართველოს სახალხო დამცველისა და აფხაზეთის ადამიანის უფლებების დაცვაზე უფლებამოსილი პირის ანგარიშებს, ასევე ამ თემებზე მომუშავე სხვა სამოქალაქო ორგანიზაციების შეფასებებს.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში საუბრობს ცენტრის მკვლევარი თეონა ფირანიშვილი.