მთავარიკუბიილონ მასკი კომპანია OpenAI-ს უჩივის

ილონ მასკი კომპანია OpenAI-ს უჩივის

ილონ მასკი სასამართლოში უჩივის ChatGPT-ის შემქმნელ კომპანია OpenAI-ს და მის გენერალურ დირექტორს სემ ალტმანს.

მასკი  მიზეზს განმარტავს და ამბობს, რომ კომპანიამ უარი განაცხადა თავის თავდაპირველ, არაკომერციულ მისიაზე, როდესაც 13 მილიარდი დოლარის ოდენობის კონტრაქტი გააფორმა კომპანია “მაიკროსოფტან” და ასევე საიდუმლო გახადა მისი უახლესი გენერაციული AI-ს ანუ ხელოვნური ინტელექტის პროდუქტების კოდი.

დღეს ხელოვნური ინტელექტის სფეროში წამყვანი კომპანია OpenAI-ს 2015 წელს დაარსდა და მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი ილონ მასკი იყო, თუმცა ის კომპანიის წამოვიდა და დააარსა თავისი ხელოვნური ინტელექტის კომპანია xAI.

კალიფორნიის შტატის სასამართლოში შეტანილი საჩივრის მიხედვით, OpenAI-მ და მისმა პარტნიორმა კომპანია მაიკროსოფტმა დაარღვიეს დამფუძნებელთა წესდება. საჩივრის მიხედვით, მასკი ამტკიცებს, რომ თავდაპირველად სემ ალტმანი და ასევე თანადამფუძნებელი გრეგ ბროკმანი მივიდნენ ილონ მასკთან იმისათვის, რომ შეექმნათ არაკომერციული ორგანიზაცია ღია წყაროს კოდით.

ღია კოდის პროგრამული უზრუნველყოფა არის ის პროცესი, როდესაც წყაროს კოდი ხელმისაწვდომია ყველასთვის საჯაროდ გამოსაყენებლად, შესაცვლელად და გასავრცელებლად. ეს ხელს უწყობს კრეატიულობას და ინოვაციებს და ასევე ეხმარება დეველოპერებს გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტის ალგორითმები.  ხოლო დახურული კი ნიშნავს, რომ კოდი არის კერძო პირადი და ვერ ცვლის სხვა მომხმარებელი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend