მთავარიამერიკააშშაშშ-ში კალიფორნიის შტატს ძლიერი ქარბუქი დაატყდა თავს

აშშ-ში კალიფორნიის შტატს ძლიერი ქარბუქი დაატყდა თავს

კალიფორნიაში სიერა-ნევადის მახლობლად მცხოვრებლებმა ცოტათი ამოისუნთქეს მას შემდეგ, რაც მინელდა ქარბუქი, რომელმაც შტატს გადაუარა და რომელმაც მრავალი პრობლემა გამოიწვია.

მეტეოროლოგიურ სამსახურში განაცხადეს, რომ გასულ უქმეებზე პირობები გაუმჯობესდა და შუსუსტდა ძლიერი ქარი. თუმცა როგორც სინოპტიკოსები ვარაუდობენ, გარკვეულ ადგილებში უამინდობა, ძირითადად ძლიერი თოვლისა და უხვი ნალექის სახით, კვლავ შენარჩუნდება.

ადგილობრივები დილიდან თოვლის გაწმენდას ცდილობენ. ისინი თოვლს რამდენიმე ადგილას აგროვებენ.  მათ ამისთვის გამოიყენეს სპეციალური ხელსაწყოც, რომელიც მუშაობის დროს გაფუჭდა. თუმცა ისინი გაჩერებას არ აპირებენ.

AP

რეგიონს ქარბუქი გასული კვირის ხუთშაბათს დაატყდა თავს. როგორც ცნობილია, ხელისუფლება  მთების გასწვრივ 480-კილომეტრიან მონაკვეთზე მცხოვრებ მოსახლეობას მოსალოდნელი უამინდობის შესახებ მანამდე აფრთხილებდა.

დაიკეტა ერთ-ერთი ძირითადი ავტომაგისტრალი და რამდენიმე სამთო-სათხილამური კურორტი. სინოპტიკოსები ჩრდილოეთ კალიფორნიის მიმართულებაზე დიდთოვლობას  ელიან.

AP

ადგილობრივები ამბობენ, რომ ძალიან მაღალია ზვავსაშიშროების საფრთხე. უბერავას ძლიერი ქარი, მოდის თოვლი. თუმცა ზოგიერთი მათგანი მაინც გამოვიდა სასრიალოდ. ისინი ცდილობენ,  ზვავსაშიშ ადგილებს აარიდონ თავი.

AP

ორშაბათიდან ოთხშაბათის ჩათვლით  შედარებით ნაკლები სიძლიერის ქარბუქს ელიან.   კალიფორნიის ხელისუფლებამ გზებზე შექმნილი ვითარების, ძლიერი ქარისა და დაბალი ხილვადობის გამო 160 კილომეტრი მანძილის გზა დაკეტა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend