მთავარისაქართველოსაქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

სამთავრობო ცვლილებებია საქართველოს მთავრობის მინისტრთა კაბინეტში. პრემიერ-მინისტრსა და ჯანდაცვის მინისტრს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ამ გადაწყვეტილების მიზეზად ირაკლი კობახიძემ მართვის ხარვეზები დაასახელა, მათ შორის სამედიცინო სექტორთან ჯანდაცვის უწყების თანამშრომლობის ნაწილში. პრემიერს არ დაუკონკრეტებია, ჰყავს თუ არა მას, ან მმართველ გუნდს ახალი კანდიდატი შერჩეული, თუმცა მკაფიოდ თქვა, რომ ახალი მინისტრის შესარჩევად კონსულტაციებს პარტია “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან, გაივლის.

„მქონდა მასთან საუბარი დღეს დილით. ვხედავდი პრობლემებს მართვის კომუნიკაციის კუთხით. ამასთან დაკავშირებით იყო უკმაყოფილება სამედიცინო საზოგადოებაში. მე თვითონ დავრწმუნდი რესპუბლიკური საავადმყოფოს მაგალითზე, რომ ასეთი პრობლემები არსებობდა. შესაბამისად, გვქონდა აბსოლუტურად ჯანსაღი საუბარი ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობას ტოვებდა… ჩვენ გვექნება კონსულტაციები როგორც გუნდის წევრებთან, ასევე დარგის წარმომადგენლებთან. გვექნება ჯანსაღი პროცესი. გუნდის წევრებზე როცა მაქვს საუბარი, ჩვენი გუნდის ლიდერია საპატიო თავმჯდომარე ბატონი ბიძინა ივანიშვილი და რა თქმა უნდა, სადაც არის საჭირო კონსულტაციები, პირველ რიგში, ბატონი ბიძინა არის წარმომადგენელი. ვინ იქნება ჯანდაცვის მინისტრი, ეს უნდა გადაწყდეს ფართო კონსულტაციების საფუძველზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend