მთავარიამერიკააშშდონალდ ტრამპის სასამართლო პროცესები გრძელდება

დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესები გრძელდება

ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მის წინააღმდეგ კიდევ ერთ სასამართლო პროცესს დაესწრო, ამჯერად სახელმწიფოს სამხრეთში მდებარე ფლორიდის შტატში.

ეს სასამართლო სხდომა დონალდ ტრამპის მიერ საიდუმლო დოკუმენტების უკანონო შენახვას ეხება, მისი ადვოკატები კი ცდილობენ, მოსამართლე დაარწმუნონ, რომ წელს ამ საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესის წარმოება მიზანშეწონილი არ არის. ამის მიზეზად კი ასახელებენ დონალდ ტრამპის შესაძლო საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებას რესპუბლიკური პარტიიდან.

ეს არ არის დონალდ ტრამპის სახელთან დაკავშირებული ერთადერთი სასამართლო. მას ედავებიან 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებასაც. ამ საქმეს ვაშინგტონში მოქმედი სასამართლო განიხილავს. ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს განხილვაშია საქმე, რომელიც დონალდ ტრამპისთვის, როგორც 45-ე პრეზიდენტისთვის იმუნიტეტის მინიჭებას ეხება.

დემოკრატიულ დასავლეთში ბევრი ემზადება დონალდ ტრამპის თეთრ სახლში შესაძლო დაბრუნებისთვის. ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი ხშირად აკრიტიკებს ამჟამინდელ პრეზიდენტს უკრაინასთან დაკავშირებით გატარებული პოლიტიკის გამო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend