პირველი მარტისთვის მოსკოვში საგანგებო ზომებს იღებენ. მილიცია აკონტროლებს იმ ტერიტორიას, სადაც ხვალ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის, დაკრძალვის ცერემონია გაიმართება. ვრცელდება ცნობები, რომ მოქალაქეებს აფრთხილებენ, არ მივიდნენ პანაშვიდსა და დაკრძალვაზე. ნავალნის პანაშვიდი პარასკევს შუადღისას ღვთისმშობლის ხატის ეკლესიაში, მოსკოვის მარინოს რაიონში ჩატარდება, იმ უბანში, სადაც ის ცხოვრობდა. რუს ოპოზიციონერს საეკლესიო ცერემონიის შემდეგ ბორისოვსკოს სასაფლაოზე დაკრძალავენ. კირა იამიშმა სოციალურ ქსელში იმ სირთულეებზეც ისაუბრა, რომლებიც მის გუნდს შეექმნა დაკრძალვის ადგილის პოვნისას. მისი თქმით, დამკრძალავი ბიუროებისგან უარს იღებდნენ, როცა ნავალნის გვარს ახსენებდნენ.
Сначала нам не дали снять похоронный зал для прощания с Алексеем. Теперь, когда должно состоятся просто отпевание в церкви, ритуальные агенты сообщают нам, что ни один катафалк не соглашается везти туда тело. Всем бригадам звонят неизвестные люди и угрожают, чтобы тело Алексея…
— Кира Ярмыш (@Kira_Yarmysh) February 29, 2024
ალექსეი ნავალნი 47 წლის ასაკში რუსეთის ერთ-ერთ უმძიმეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა. რუსეთის ხელისუფლებას არ დაუსახელებია მისი გარდაცვალების მიზეზი, მაგრამ ბევრი დასავლელი ლიდერი ნავალნის სიკვდილში ვლადიმერ პუტინს ადანაშაულებს.