მთავარისაქართველორას ფიქრობენ საჯარო მოხელეები გენდერული თანასწორობის შესახებ

რას ფიქრობენ საჯარო მოხელეები გენდერული თანასწორობის შესახებ

გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) საჯარო სამსახურის ბიუროსთან თანამშრომლობით გამოქვეყნა ახალი კვლევის ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევა მიმოიხილავს საჯარო სამსახურში დასაქმებულთა მოსაზრებებს მათი სამუშაო პირობების შესახებ, შეისწავლის საჯარო მოხელეთა აღქმებსა და დამოკიდებულებებს ადამიანის უფლებების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის ფუნდამენტური ღირებულებების მიმართ და გამოავლენს არსებულ გამოწვევებს საჯარო მოხელეთა ინფორმირებულობისა და საჯარო სექტორში არსებული მიდგომებისა და პრაქტიკის მხრივ. კვლევის მიგნებები ეფუძნება საქართველოს 103 საჯარო დაწესებულებაში ჩატარებულ რაოდენობრივ გამოკითხვასა და ჩაღრმავებულ ინტერვიუებს. სულ კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 1162 საჯარო მოხელე და ჩატარდა 20 ჩაღრმავებული ინტერვიუ. კვლევის მიგნებების თანახმად, საქართველოს საჯარო მოხელეები მტკიცედ უჭერენ მხარს ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის პრინციპებს. რესპონდენტების უმეტესობა თვლის, რომ დისკრიმინაცია და უფლებების დარღვევა რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს და სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს ასეთი შემთხვევების აღსაკვეთად.

კვლევის რესპონდენტთა აზრით, ყველაზე ხშირად საქართველოში ირღვევა თანასწორობის (40%), ჯანსაღ გარემოში ცხოვრების (32%), სიცოცხლის (31%), პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობისა (25%) და პატივისა და ღირსების ხელშეუვალობის (25%) უფლებები.

ყველაზე დაუცველ ჯგუფებად რესპონდენტები მიიჩნევენ ლგბტქ+ თემს (44.6%), ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშ სამუშაოზე დასაქმებულებსა (44.4%) და მარტოხელა დედებს (32.2%).

“იმისათვის, რომ საჯარო სამსახურის ბიუროს განვითარებას შევუწყოთ ხელი, აუცილებელია გავიგოთ, თუ როგორ აღიქვამენ საჯარო მოხელეები ადამიანების უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებს. შედეგები საკმაოდ დამაიმედებელია. ამ მიმართულებით, რესპონდენტებს ცნობიერების მაღალი დონე და კარგი საბაზისო ცოდნა აქვთ. გამოვლინდა ის მიმართულებებიც, რომლებიც რიგ შემთხვევებში დისკრიმინაციის საფუძველი ხდება და მეტი მუშაობაა საჭირო მიკერძოებული მიდგომების შესაცვლელად”, – ამბობს დაგლას უები, UNDP-ის მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend