მთავარიმსოფლიოEUROPEAN UNIONერთიანი ევროპული არმია?

ერთიანი ევროპული არმია?

ევროკავშირისა და ნატოს დამფუძნებელი ერთ-ერთი სახელმწიფოს, იტალიის, თავდაცვის მინისტრი ევროპელ კოლეგებს ერთიანი, ევროპული შეიარაღებული ძალების შექმნისკენ მოუწოდებს. იტალიელი მაღალჩინოსნის განცხადებით, ერთიანი ევროპული არმია სწორედ სამშვიდობო მისიებსა და კონფლიქტთა აღკვეთის საუკეთესო ინსტრუმენტია.

იტალიელი კოლეგის ინიციატივას ნაკლები ენთუზიაზმით შეხვდნენ სლოვენიაში, ესპანეთში, დანიასა და პოლონეთში. ევროკავშირის ამ სახელმწიფოთა წარმომადგენელთა განცხადებით, ერთიანი ევროპული არმიის იდეა არარეალური და უსარგებლოა.

ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის ამ დისკუსიის ფონზე კი ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ერთიანი ევროპული არმიის წინაპირობად და საფუძვლად ერთიანი ევროპული სამხედრო წარმოების შექმნას ასახელებს.

“ჩვენ ამ ეტაპზე საფრთხე არ გვემუქრება, მაგრამ ეს შეუძლებელი არ გახლავთ. ომის რისკების სათანადოდ შეფასება ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მატარებელია, აუცილებელია, რომ აღვადგინოთ, გავაუმჯობესოთ და უფრო თანამედროვე გავხადოთ ჩვენი სამხედრო წარმოება. ევროპას უნდა შეეძლოს ბოლო თაობის სამხედრო ტექნოლოგიის შეუფერხებლად დამზადება. აუცილებელია უპირატესობის მოპოვება არა მხოლოდ ტექნოლოგიური, არამედ ასევე რაოდენობრივი თვალსაზრისით. ევროპამ უნდა გაიღოს მეტი და აწარმოოს მეტი“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, მათ 100 მილიარდი ევრო უნდა დახარჯონ სახელმწიფოს არმიის გაძლიერების მიზნით. ამ მიმართულებით იგეგმება ამერიკული წარმოების სამხედრო საჰაერო ხომალდების შეძენა.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ზრდიან საარტილერიო ჭურვების წარმოებასაც. მიზანია, რომ წელიწადში ევროკავშირმა მილიონზე მეტი საარტილერიო ჭურვი აწარმოოს.

ევროკავშირის ერთიანი არმიის შექმნასთან დაკავშირებული გამოწვევების განხილვისას გასათვალისწინებელია მოცემულობა, რომ ევროკავშირის წევრი ბევრი სახელმწიფო ნატოს წევრიცაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend