მთავარიევროპარუსეთი"ჩვენ უნდა ვნახოთ ის რუსეთი, რომელსაც ალექსეი ვეღარასდროს ნახავს" - იულია ნავალნაია

“ჩვენ უნდა ვნახოთ ის რუსეთი, რომელსაც ალექსეი ვეღარასდროს ნახავს” – იულია ნავალნაია

ალექსეი ნავალნის პირველ მარტს დაკრძალავენ, თუმცა მისი ცოლი შიშობს, რომ დაკრძალვის ცერემონია მშვიდობიანად არ ჩაივლის, რადგან რუსული მილიცია დააკავებს მათ, ვინც ნავალნისთან გამოსამშვიდობებლად მივა.

18 თებერვალს იულია იულია ნავალნაია ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით გამოვიდა და კიდევ ერთხელ თქვა, რომ ნავალნი პუტინმა მოკლა.

„ალექსი მათ მოკლეს, შემდეგ შეურაცხყვეს მისი ცხედარი, მისი დედა… ერთი მხრივ ამ საჯარო მკვლელობამ ყველას აჩვენა, რომ პუტინს ყველაფერი შეუძლია, ხოლო თქვენ მასთან მოლაპარაკება ვერ შეძელით“, – განაცხადა ნავალნაიამ.

ნავალნის ცოლი ფიქრობს, რომ რუსეთის ხელისუფლებაში ყოფილი კრიმინალური ბანდის დამარცხება არაა შესაძლებელი საპროტესტო ნოტებითა და შეშფოთებით. მან მოუწოდა ევროპარლამენტარებს საკუთარ ქვეყნებში იპოვონ ის პირები, რომლებიც პუტინსა და მის გარემოცვას ფულის დამალვაში ეხმარებიან.

„და ამ ბრძოლაში თქვენ გყავთ სანდო მოკავშირეები. ათობით მილიონი რუსი, რომლებიც ომის, პუტინის, მის მიერ მოტანილი ბოროტების წინააღმდეგია. თქვენ უნდა იმუშაოთ მათთან, ჩვენთან“, – თქვა ალექსეი ნავალნის ქვრივმა.

საუბრის ბოლოს კი მან ისაუბრა მომავლის რუსეთზე, რომელსაც „ალექსეი ვეღარასდროს ნახავს“ და დასძინა, რომ ის თავად ყველაფერს გააკეთებს მისი ოცნების ასახდენად.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend