მთავარიმსოფლიოკლიმატის ცვლილება თეთრ დათვებს გადაშენების საფრთხის წინაშე აყენებს

კლიმატის ცვლილება თეთრ დათვებს გადაშენების საფრთხის წინაშე აყენებს

თეთრი დათვები გადაშენების საფრთხის წინაშე არიან. ზამთარი მათზე ზრუნვისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პერიოდია.

ნორვეგიის პოლარული ინსტიტუტის, სან-დიეგოს ზოოპარკისა და პოლარული დათვების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მეცნიერები თეთრ დათვებს ბუნაგებში დისტანციური კამერების გამოყენებით აკვირდებიან.

„პოლარული დათვების გამრავლებისთვის ეს პერიოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. პირველი დაბრკოლება, რასაც დედა  დათვები და მათი ბელები აწყდებიან არის საკვების პრობლემა. იმისთვის, რომ შვილები  გააჩინონ დედა დათვებს საკმარისი კალორიები და ენერგია უნდა ჰქონდეთ დაგროვილი. ისინი აქ ზაფხულში მოდიან და მას მერე თითქმის აღარ ჭამენ. ეს საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდია, როდესაც ისინი გადარჩენისთვის საჭირო კალორიებს არ იღებენ. ამავდროულად, ამ დროს ისინი მშობიარობენ და პატარა ბელებს ზრდიან“, – ამბობს პოლარული დათვების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევისა და პოლიტიკის უფროსი დირექტორი, ჯეფ იორკი.

პოლარული დათვები ზღვის ყინულზე არიან დამოკიდებული, თუმცა გასულ წლებში კლიმატის ცვლილების გამო ყინულის დიდი ნაწილი დნება.

„პოლარული დათვების მთავარი პრობლემა არქტიკის გარშემო, კონკრეტულად სვალბარდში, ტემპერატურის მატება და ზღვის ყინულის დნობაა. ჩვენ ვხედავთ, რომ ზღვის ყინული სწრაფად დნება, მსოფლიოს ყველა წერტილში. ასევე ვხედავთ, თუ როგორ იმატებს საშუალო ტემპერატურა, ის შვიდი გრადუსითაა მომატებული. ეს წარმოუდგენლად მაღალია“, – ამბობს ჯეფ იორკი.

2023 წელს ორგანიზაციის „სამეცნიერო პოლიტიკის ფორუმის“ მიერ გამოქვეყნებულმა კვლევამ დაადგინა, რომ სათბურის აირების გაფრქვევებსა და პოლარული დათვების ბელების გადარჩენას შორის პირდაპირი კავშირია.

კვლევების თანახმად, ზღვის ყინულის ნაკლებობიდან გამომდინარე თეთრი დათვები ხმელეთზე სამი კვირით მეტ დროს ატარებდნენ. შესაბამისად, ბევრ პოლარული დათვი იძულებული ხდება კვების რაციონი  შეცვალოს.

„ერთი რამ, რაც კვლევებისას ვნახეთ არის ის, რომ წინა წლებთან შედარებით დათვები ახალ ტერიტორიებზე მიდიან. ის კუნძულები, რომლებსაც ადრე ბუნაგებისთვის იყნებდნენ და მშობიაროდნენ, ახლა მათთვის მიუწვდომელია. ამ კუნძულების გარშემო ყინული აღარ არის, შესაბამისად, ეს კუნძულები მიუღწეველია”, – ამბობს ნორვეგიის პოლარული ინსტიტუტის მეცნიერი, ჯონ აარსი.

თოვლისა და ყინულის მონაცემთა ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გასული წლის სექტემბერში არქტიკაში ზღვის ყინულის დონე რეკორდულად მცირე იყო.

2023 წელს ზღვის ყინულის ზომა, 1979 წელთან შედარებით დაახლოებით ორნახევარი მილიონი კვადრატული კილომეტრით ნაკლები იყო.

სწორედ ზღვის ყინულის ჰაბიტატის დაკარგვის გამო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თეთრ დათვებს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობის კლასიფიკაცია მიანიჭა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend