ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და მისი ოპოზიციონერი მოადგილე გიორგი სიორიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
კამათი მოჰყვა სიორიძის განცხადებას, რომ ცესკოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი მხოლოდ თავმჯდომარის პიარკამპანიას ემსახურება. მისივე თქმით, ამავე დროს ცესკო ოფიციალურ განცხადებებში მასზე ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, რაზეც კალანდარიშვილმა უთხრა, რომ ეს ცილისწამებაა.
ცესკოს თავმჯდომარემ ოპოზიციონერი მოადგილის მისამართით განაცხადა, რომ კომისიაში არსებული ფუნქციები ვერ გაურკვევია.