მთავარისაქართველოუვიზო რეჟიმი ჩინეთთან და პირდაპირი ფრენების სურვილი ამერიკის შეერთებულ შტატებთან

უვიზო რეჟიმი ჩინეთთან და პირდაპირი ფრენების სურვილი ამერიკის შეერთებულ შტატებთან

რუსეთის ომი უკრაინაში, უვიზო მიმოსვლა ჩინეთთან, პირდაპირი ფრენების სურვილი ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რესპუბლიკური საავადმყოფოს შესახებ მიღებული გადაწყვეტილება და ახალი საპროცენტო განაკვეთი პენსიონერებს – ეს ის საკითხებია, რომლებზეც მთავრობის სხდომაზე და შემდეგ მედიასთან ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება ჩინეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას დაეთმო.

საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობების გაღრმავების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ ურთიერთობაზე ისაუბრეს. პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ ხელისუფლებას შეერთებულ შტატებთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების დიდი სურვილი აქვს და პარტნიორი ქვეყნისგან უფრო მეტს ელოდებიან.

მთავრობაში დღეს განათლების მინისტრმა წარადგინა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი, რომელიც უწყების ინფორმაციით, სასკოლო გარემოში ეროვნულ-პატრიოტული სულისკვეთების, პიროვნული განვითარების, ოჯახის ინსტიტუტის პატივისცემის, უნივერსალური ეთიკური პრინციპებისა და დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებაზე იქნება ორიენტირებული. დოკუმენტის საჯარო განხილვა რამდენიმე დღეშია დაგეგმილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend