ევროპის მასშტაბით ათეულობით ქალაქში უკრაინის მხარდამჭერი მსვლელობები გაიმართა.
გასულ შაბათს, ზუსტად ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა სრულმასშტაბიანი ინტერვენცია წამოიწყო მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ. უკრაინელ საზოგადოებასა და ლტოლვილებს ადგილობრივებიც შეუერთდნენ, რათა ეჩვენებინათ ერთიანობა და გამოეხატათ თანადგომა.
მურსიის რეგიონის უკრაინელთა ასოციაციის სპიკერი მარკო ლიახოვიჩი ამბობს, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები უნდა ახსოვდეს ყველას, რათა დავიწყებას არ მიეცეს. მისი თქმით, სამწუხაროდ, რაც დრო გადის ეს საკითხი თითქოს უკანა პლანზე გადადის.
ბევრ ქვეყანაში, ადგილობრივმა პოლიტიკოსებმა, ასევე ქვეყნების ლიდერებმაც კი მიიღეს მონაწილეობა მსვლელობებში, ამით კიდევ ერთხელ დაუდასტურეს მათი მხარდაჭერა უკრაინას და სხვა ევროპელ პოლიტიკოსებს იმავეს გაკეთებისკენ მოუწოდეს, რადგან მათი განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ევროპის მომავალს განსაზღვრავს.
თავის მხრივ უკრაინელებმა ეს შესაძლებლობა გამოიყენეს მადლიერების გამოსახატად იმ ევროპული ქვეყნების მიმართ, რომლებმაც ომის დროს უკრაინელები შეიფარეს და ასევე მათ მიმართ ვინც ეხმარება მათ ბრძოლაში.