საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში მოგზაურობას უვიზოდ შეძლებენ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერა ირაკლი კობახიძემ ისაუბრა. მთავრობის სხდომაზე მან თქვა, რომ საქართველოს მოქალაქეები ამიერიდან ჩინეთში უვიზოდ ყოფნას 30 დღის განმავლობაში შეძლებენ.
პრემიერ-მინისტრმა ახალ გადაწყვეტილებას საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების მნიშვნელოვანი, პრაქტიკული სიახლე უწოდა.
უკვე 6 თვეა, ჩინეთის მოქალაქეები საქართველოში უვიზოდ მოგზაურობენ. საქართველომ უვიზო მიმოსვლა ჩინეთის მოქალაქეებისთვის 2023 წლის 11 სექტემბერს დააწესა. 2023 წლის 31 ივლისს კი საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ოფიციალური განცხადებები გამოქვეყნდა.