წელს საქართველო უმასპინძლებს ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის მიერ დაარსებულ, სიმბოლოებითა და სათქმელით სავსე EUROPAKONZERT-ს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა არა მხოლოდ კლასიკური მუსიკის მოყვარულთათვის, არამედ ქვეყნისთვის. მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა საქართველო ცდილობს, დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს როგორც პოლიტიკური, ასევე კულტურული თვალსაზრისით.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში საუბრობენ გერმანიის ელჩი საქართველოში ერნსტ პეტერ ფიშერი და „სილქ ჰოსფითალითის“ აღმასრულებელი დირექტორი იორდი ქუითი.