რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ორი წლისთავზე უკრაინაში ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნების რამდენიმე ლიდერი ჩავიდა.
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ბელგიის პრემიერი ალექსანდრ დე კროო, იტალიის პრემიერი ჯორჯია მელონი და კანადის პრემიერი ჯასტინ ტრუდო შაბათს დილით ჩავიდნენ კიევში.
Despite Russia’s relentless assault, Ukrainians are standing strong. We need to continue standing with them.
That’s why, today, President @ZelenskyyUa and I signed a historic security agreement. With this agreement, Canada is going to provide Ukraine with more critical military… pic.twitter.com/okQBNhAnte
— Justin Trudeau (@JustinTrudeau) February 24, 2024
ჰოსტომელის აეროპორტში, კიევიდან დაახლოებით 20 კილომეტრის დაშორებით, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის წინააღმდეგობაზე ისაუბრა და თქვა: „ჩვენ აქ ვართ, რომ გითხრათ, ევროპა გააგრძელებს თქვენ გვერდით დგომას, რამდენი ხანიც საჭირო იქნება მეტი ფინანსური მხარდაჭერით, მეტი საბრძოლო მასალით, თქვენი ჯარების მეტი წვრთნით, მეტი საჰაერო თავდაცვითა და მეტი ინვესტიციით ევროპისა და უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიაში. უკრაინა გაიმარჯვებს. იქნება მშვიდობა და კეთილდღეობა. რა თქმა უნდა, უკრაინა იქნება ევროპა”.
Our visit underlines our unwavering solidarity with Ukraine
Your country has become a symbol of resistance and freedom
We remain at your side with critical support.
And we are committed to making Russia pay the price of its war of destruction ↓ https://t.co/JQQq6v0WV7
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) February 24, 2024
ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი განაცხადა, რომ უკრაინა “730 დღით უფრო ახლოს არის გამარჯვებასთან”.
“ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს უნდა, რომ ომი დასრულდეს, მაგრამ არცერთი ჩვენგანი არ დაუშვებს ჩვენი უკრაინის დასრულებას. ამიტომ, როდესაც საქმე ეხება ომის დასრულებას, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ ჩვენი პირობებით“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.