მთავარისაქართველოგჯეროდეს უკრაინის! - სოლიდარობის მარში თბილისში

გჯეროდეს უკრაინის! – სოლიდარობის მარში თბილისში

გჯეროდეს უკრაინის!- ასე უწოდეს მონაწილეებმა სოლიდარობის მარშს, რომელიც თბილისში 24 თებერვალს გაიმართა. აქციის ორგანიზატორი უკრაინელ აქტივისტთა გაერთიანებაა. მსვლელობას რიგითი მოქალაქეები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტებიც შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეები რუსთაველის ძეგლთან შეიკრიბნენ და მსვლელობით საქართველოს პარლამენტისკენ გადაინაცვლეს.

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ. უკვე ორი წელია უკრაინელი ხალხი თავისუფლებისთვის იბრძვის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend