მთავარიმსოფლიოევროპასაფრანგეთსა და ესპანეთში ფერმერთა პროტესტი გრძელდება

საფრანგეთსა და ესპანეთში ფერმერთა პროტესტი გრძელდება

ხუთშაბათს სარაგოსაში ესპანელი ფერმერები პოლიციას დაუპირისპირდნენ. აქციის მონაწილეები არაგონის რეგიონის სოფლის მეურნეობის საბჭოს შენობაში ცდილობდნენ შეჭრას.

ფერმერები უკვე ორი კვირაა, მთელი ქვეყნის მასშტაბით მართავენ აქციებს. ისინი ეწინააღმდეგებიან როგორც ზოგადად ბიუროკრატიას, ისე ევროკავშირის ე.წ. მწვანე შეთანხმებას, რომელიც გულისხმობს იაფ იმპორტებს ისეთი ქვეყნებიდან, რომლებსაც საერთოდ არ აქვთ ასეთი შეთანხმება.

ვალენსიის ფერმერთა და მესაქონლეობის პროფკავშირების გენერალური მდივანი კარლეს პერისი ამბობს, რომ ისინი მოითხოვენ აგროსასურსათო ჯაჭვთან დაკავშირებით კანონს, რომელიც შეძლებს სიტუაციის დაბალანსებას. მისი თქმით, დაუშვებელია, რომ ის, ვინც აწარმოებს პროდუქტს, ყველაზე ნაკლებს გამოიმუშავებდეს.

ფერმერები იკრიბებიან საფრანგეთშიც, სადაც პარიზში სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენა უნდა გაიხსნას.

ფერმერები მოტყუებულად გრძნობენ თავს.  მთავრობა მათ ბევრ რამეს დაჰპირდა, თუმცა ჯერჯერობით არაფერი მიუღიათ. ამ  აქციით მათ სურთ, შეახსენონ მთავრობას, რომ ისინი კვლავ  ელიან პასუხებს.

მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის მთავრობა რამდენიმე კვირის წინ, მასშტაბური აქციების შემდეგ, ფერმერთა მრავალი მოთხოვნის დაკმაყოფილებას დათანხმდა, დემონსტრანტები აცხადებენ, რომ პარიზს ჯერ არცერთი დაპირება არ შეუსრულებია.

ამავე ამბავზე:

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend