მთავარისაქართველოპარლამენტში ინტერპელაციის წესით ნათია თურნავას მოუსმინეს

პარლამენტში ინტერპელაციის წესით ნათია თურნავას მოუსმინეს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას, მოხსენებას ისმენდნენ. ის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ინტერპელაციის წესით დაიბარეს და მათი კითხვები პენსიონერთა სესხებზე “ლიბერთი ბანკის” მიერ დაწესებული მაღალი პროცენტის დარეგულირებას ეხებოდა. სხდომა კითხვა-პასუხისა და პოლიტიკური გამოსვლების რეჟიმში წარიმართა. უკვე ცნობილია, რომ საკითხი გადაწყვეტილია და ყველა პენსიონერს, რომელთაც სესხები 2023 წლის ჩათვლით აიღეს, მაქსიმალური ლიმიტი 26% ექნებათ, ნაცვლად 30 და 36%-იანი ლიმიტებისა.

„2018 წლიდან საპროცენტო განაკვეთი ეტაპობრივად იკლებდა, რადიკალური გარღვევა კი 2023 წლის პირველ იანვარს მოხდა, როდესაც ის კონკრეტულ ფორმულას დაექვემდებარა. გუშინ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე კი, ყველას, ვინც საპენსიო სესხი 2023 წლამდე აიღო, საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება და საერთო ჩარჩოში მოექცევა.

ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ „ლიბერთი ბანკთან“, რათა განვსაზღვროთ, რა თარიღიდან, როგორი სქემითა და პროცედურით ამოქმედდება ცვლილება, რადგან ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება 150 ათასზე მეტ ადამიანს შეეხება და უხარვეზოდ უნდა განხორციელდეს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ ინტერპელაციამდე, ერთი დღით ადრე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend