როგორც გაეროში აცხადებენ, ისრაელის მიერ „ჰამასის“ პოლიციაზე თავდასხმების გამო ღაზაში ვერ ხერხდება ჰუმინატარული დახმარების მიწოდება.
უახლესი ანგარიშის მიხედვით, „ჰამასის“ პოლიციამ, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული მანქანების უსაფრთხოება, მუდმივი თავდასხმების გამო რაფაჰის გადასასვლელიდან უკან დაიხია. სატვირთოს მძღოლებს ძარცვავენ და ესვრიან, სწორედ ამიტომ რეგიონი დახმარების გარეშე რჩება.
In📍#Gaza one million children face daily traumas.
With trickles of aid coming in, food is running low and famine is looming. In the #North 1 in 6 children are severely malnourished.
Children, along with pregnant and breastfeeding women, are paying the highest price. pic.twitter.com/E9eCU7tCEB
— UNRWA (@UNRWA) February 22, 2024
ამასთანავე, ომის დაწყების შემდეგ ორივე მხრიდან ვრცელდება ცნობები სექსუალური ხასიათის დანაშაულის შესახებ.
ისრაელში სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი ორიტ სულიტზინუ ამბობს, რომ აქ მხოლოდ რაოდენობას კი არ აქვს მნიშვნელობა, არამედ იმას, თუ რა პრაქტიკას იყენებს „ჰამასი“. ჩატარებული კვლევებით ირკვევა, რომ იგი სისტემატურად წარმოუდგენელ სისასტიკეს სჩადის არა მხოლოდ ერთ ადგილას, არამედ ყველგან.
ამავდროულად, გაჩნდა მცირე იმედი იმისა, რომ შესაძლოა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შედგეს.
ისრაელის ომის კაბინეტი გუშინ დათანხმდა, მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე პარიზში გაეგზავნა თავისი დელეგაცია. მანამდე ისრაელის ომის კაბინეტის მინისტრმა ბენი განცმა განაცხადა, რომ არსებობს გარკვეული პროგრესი შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით.