მთავარისაქართველოდიპლომატიური კორპუსი აფასებს რუსეთის ომის ორ წელს უკრაინაში

დიპლომატიური კორპუსი აფასებს რუსეთის ომის ორ წელს უკრაინაში

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან ომს დაეთმო კონფერენცია, რომელიც თბილისში გაიმართა. შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა განიხილეს ომის დასრულების პერსპექტივები და არსებული გამოწვევები. საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებით, ევროკავშირი გეგმავს, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარება 40 პროცენტით გაზარდოს.

„პუტინი სრულმასშტაბიან ომს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი დასავლეთის წინააღმდეგ აწარმოებს“ – ამბობენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. მათი თქმით, რუსეთისთვის დასავლეთი მთავარი მტერია და დასავლეთი არ დაუშვებს, რომ პუტინის მიერ ჩადენილი დანაშაული დაუსჯელი დარჩეს.

რონდელის ფონდის, უკრაინის საელჩოსა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის ერთობლივ კონფერენციაზე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ უკრაინას შეუძლია დასავლეთის იმედი ჰქონდეს. ამ საკითხის განხილვისას გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა ომის წინა პერიოდი გაიხსენა.

მისი თქმით, სწორედ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მიხვდნენ, რომ რუსეთთან თანამშრომლობითა და ეკონომიკური კავშირებით პოლიტიკური სტაბილურობა არ მიიღწეოდა და რომ დრო იყო რუსეთთან ურთიერთობა შეეცვალათ.

უკრაინის დახმარების შესახებ საუბრისას აღინიშნა, რომ ახლა უკრაინისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარება და ჯარისკაცების გადამზადებაა. სწორედ ამიტომ, ევროკავშირი გეგმავს, 2024 წელს ეს დახმარება 40 პროცენტით გაზარდოს.

მარიამ ქუხილავა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend