მთავარიევროპავატიკანისკანდალი ვატიკანში

სკანდალი ვატიკანში

ყოფილი მონაზვნები რომის პაპ ფრანცისკეს სთხოვენ, დაიწყოს დამოუკიდებელი გამოძიება, რომელიც მღვდელ მარკო ივან რუპნიკის მიერ მონაზვნების გაუპატიურების საქმეს ეხება.

მიუხედავად იმისა, რომ წლების მანძილზე მამა მარკო ივან რუპნიკის წინააღმდეგ საჩივარი არაერთმა მონაზონმა დაწერა, გამოძიება არ დაწყებულა. 30 წლის მანძილზე არაერთი მონაზონი უჩიოდა მარკო ივან რუპნიკს. სამი ათწლეულის შემდეგ ვატიკანის დოქტრინულმა განყოფილებამ ამ თემასთან დაკავშირებით ინფორმაცია შეაგროვა.

პირველად საჯაროდ საუბრისას, მირჯიამ კოვაჩმა და გლორია ბრანჩიანმა განაცხადეს, რომ მამა მარკო ივან რუპნიკის გარშემო არსებული დუმილის კედელი უნდა დაინგრეს. მათ აღნიშნეს, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლ მონაზვნებს ინსტიტუციამ არ მოუსმინა.

“იმის ნაცვლად, რომ ინსტიტუციებმა მოგვისმინონ და ჩვენი გამოცდილებებიდან გამომდინარე დამნაშავეები დასაჯონ, ისინი დუმილს აგრძელებენ”, – ამბობს მირჯამ კოვაჩი, მონაზონი.

“მე სექსუალურად შემავიწროვეს, რის შედეგადაც ქალწულობა დავკარგე. ამან ჩემს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ძალიან ცუდად იმოქმედა”, – ამბობს გლორია ბრანჩიანი, მონაზონი.

მამა მარკო ივან რუპნიკი ხატმწერია, რომელიც იეზუიტების ორდენიდან შარშან გარიცხეს. მას ამ ბრალდებებზე კომენტარი არ გაუკეთებია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend