ქართველი ფოტოგრაფი ნათელა გრიგალაშვილი ანდრე მოზერის ჯილდოს მფლობელი გახდა.
ანდრე მოზერის ჯილდო ერთ-ერთი შვეიცარიული ფოტოფესტივალის ნაწილია და ეს კონკურსი ფესტივალის ერთ-ერთი თანადამფუძნებლისა და ფოტოგრაფიის დიდი გულშემატკივრის სახელობისაა, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა.
ფოტოფესტივალის შესახებ კონკურსის გამარჯვებულმა ფოტოგრაფმა ნათელა გრიგალაშვილმა ისაუბრა.