გაეროს სურსათის სააგენტო დროებით აჩერებს ჩრდილოეთ ღაზაში დახმარების მიწოდებას.
სააგენტოს სპიკერმა განაცხადა, რომ არ იყო მარტივი ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ შეუძლებელია უსაფრთხოების უზრუნველყოფა მათთვის, ვინც ამ დახმარებას აწვდის, საფრთხეში არიან ისინიც, ვინც ამ დახმარებას იღებს. მისი თქმით, სამოქალაქო წესრიგის მოშლის გამო იქ ახლა სრული ქაოსი და განუკითხაობაა.
🆕STATEMENT: WFP is pausing the delivery of lifesaving food assistance to Northern Gaza until safe conditions are in place for our staff and the people we are trying to reach.
Our decision to pause deliveries to the north has not been taken lightly. The safety and security to… pic.twitter.com/eNc7d3kZDZ
— World Food Programme (@WFP) February 20, 2024
კვირას ჰუმანიტარული ტვირთით სავსე მანქანებს ცეცხლი გაუხსნეს. იქ უამრავი ადამიანი იყო მისული ამ დახმარების მისაღებად.
გაეროს ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ღაზაში 6 ბავშვიდან ერთი არასაკმარისად იკვებება. მიუხედავად ამ სტატისტიკისა, საკვების მიწოდება მაინც შეჩერდა.
პალესტინაში მსოფლიო სასურსათო პროგრამის დირექტორი მეთიუ ჰოლინგვორთი ამბობს, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ადამიანი დევნილად იქცევა, კიდევ უფრო სასოწარკვეთილი ხდება.
ისინი კარგავენ იმ ძალასაც, რომელიც შემორჩათ. ეს კი ნამდვილად გასათვალისწინებელია, როდესაც შიმშილის ზღვარზე დგას მთელი ღაზის სექტორი. თუმცა, ცხადია, ამ მომენტში ყველას ვერ დაეხმარებიან, ჩრდილოეთში შესვლა ახლა შეუძლებელია.
მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობები ღაზაში ნასერის საავადმყოფოს მუშაობის შეჩერებასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ორი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მისია ჩაატარა და 32 კრიტიკულად მძიმე პაციენტი, მათ შორის ბავშვები, მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე სამედიცინო კომპლექსიდან გაიყვანა.
WHO led two life-saving high-risk missions to transfer 32 critical patients, including two children, from Nasser Medical Complex in southern #Gaza on the 18 and 19 February, amid ongoing hostilities & access restrictions. 🧵
Full details: https://t.co/fQMxvro2qV pic.twitter.com/5awRjmlT7k
— World Health Organization (WHO) (@WHO) February 20, 2024
ჯანმოს წარმომადგენელი ხულიო მარტინესის თქმით, ღაზაში უმძიმესი ვითარებაა, ირგვლივ სულ ნანგრევებია, უამრავი პაციენტია, ექიმებს მუშაობა სიბნელეში უწევთ.
დიპლომატიურ ფრონტზე კი შეერთებულმა შტატებმა ვეტო დაადო გაეროს რეზოლუციას ღაზაში უპირობო ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.
ამის ნაცვლად ისინი ცეცხლის დროებით შეწყვეტას სთავაზობენ, როგორც კი ამის შესაძლებლობა იქნება. ამასთანავე, აშშ მოითხოვს მძევლების გათავისუფლებასა და შეზღუდვების მოხსნას ღაზაში დახმარების შეტანასთან დაკავშირებით.