საბერძნეთში ფერმერებმა აქცია გამართეს. ისინი ათენის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან ტრაქტორებით მივიდნენ და მრეწველობის დარგში არსებული პრობლემების მოგვარება ხელისუფლებისგან მოითხოვეს.
ფერმერები ამბობენ, რომ მრეწველობის სექტორი ყველაფრის დასაწყისია თანამედროვე საზოგადოებაში და ამ რთულ პერიოდში მისი მხარდაჭერა მთავრობებისთვის პრიორიტეტი უნდა იყოს.
ფერმერები ამბობენ, რომ ეს არის დასაწყისი იმ ბრძოლისა, რომელიც გადარჩენის მიზნით წამოიწყეს.
შესაძლოა, ფერმერების საკითხი მთელი ევროპის პრობლემა იყოს, თუმცა უფრო მეტად მაინც საბერძნეთს ეხება. ამიტომ ისინი საბერძნეთის პრემიერს კირიაკოს მიცოტაკისს მოუწოდებენ, დროულად მოაგვაროს მათი პრობლემები“.