მთავარისაქართველოევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებული გამოწვევები

ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებული გამოწვევები

როგორ უნდა გააძლიეროს ევროკავშირმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკა და რა უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე დგანან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები საქართველო, უკრაინა და მოლდოვა – სწორედ ამ საკითხებზე დღეს, 21 თებერვალს, „ჰორიზონტი ევროპის“ კვლევითი პროექტის ფარგლებში კონფერენცია გაიმართა.

შეხვედრას თვრამეტი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა. მათი განცხადებით, ევროკავშირის გაფართოება დღის წესრიგში სწორედ გეოპოლიტიკური მიზეზების გამო დგას და რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ევროკავშირის გაფართოების მიმართ ძლიერი პოლიტიკური ნება არსებობს. თუმცა ასევე აღინიშნა ისიც, რომ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას გაწევრების პროცესი დიდ დროს წაიღებს და განიხილეს დიფერენცირებული ინტეგრაციის კონცეფციაც, როგორც ერთ-ერთი სავარაუდო მეთოდი ევროკავშირის გაფართოებისა.

„ევროკავშირის გაფართოება დღის წესრიგში გეოპოლიტიკური მიზეზების გამო დგას. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში დასავლეთ ევროპის ქვეყნები რუსეთის ფედერაციას საფრთხედ არ აღიქვამდნენ, მაგრამ ეს ყველაფერი ზუსტად ორი წლის წინ, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, შეიცვალა. ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა თანდათანობით გაიაზრეს, რომ უსაფრთხოების გამოწვევები არსებობდა. რა თქმა უნდა, პოლონეთი და ბალკანეთის ქვეყნები დიდი ხნის განმავლობაში ამბობდნენ ამას, მაგრამ მათთვის მოსმენა არავის სურდა. მაგალითად, გერმანიისა თუ საფრანგეთის მთავრობებს. ეს ყველაფერი შეიცვალა, მაგრამ საზოგადოება თანდათანობით გამოდის შოკის ფაზიდან. ამასთანავე, ადგილობრივი პოლიტიკური პრობლემები იჩენს თავს. მაგალითად, გერმანიაში რუსეთიდან მომდინარე საფრთხე ქვეყნის დღის წესრიგში მდგომი გამოწვევების მეშვიდე ადგილზეა, ერთი წლის წინ კი პირველზე იყო. ამიტომ ვფიქრობ, რომ გაფართოების პროცესი დიდ დროს წაიღებს“,- განაცხადა ჟიზელ ბოსემ, ნიდერლანდების მაასტრიხტის უნივერსიტეტის დოქტორმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend