მთავარიმსოფლიოესპანეთში სამხედრო ვერტმფრენით გაქცეული რუსი პილოტის ცხედარი იპოვეს

ესპანეთში სამხედრო ვერტმფრენით გაქცეული რუსი პილოტის ცხედარი იპოვეს

ესპანეთის პოლიცია აცხადებს, რომ საპორტო ქალაქ ალიკანტესთან ახლოს, ლა-კალაში, მიწისქვეშა ავტოსადგომზე მოკლული მამაკაცი რუსი სამხედრო პილოტია, რომელიც უკრაინაში სამხედრო ვერტმფრენით გაიქცა.

მაქსიმ კუზმინოვი გარდაცვლილი მას შემდეგ იპოვეს, რაც იგი საცხოვრებლად ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქში გადავიდა. ამ ადგილს, როგორც წესი, ბევრი დამსვენებელი სტუმრობს.

მაქსიმ კუზმინოვმა გასული წლის სექტემბერში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იგი ეწინააღმდეგებოდა რუსეთის ომს უკრაინაში და სწორედ ეს იყო მისი ქვეყნიდან გაქცევის მიზეზი. მან ასევე დასძინა, რომ უკრაინული მხარე მას ნახევარ მილიონ დოლარს, ახალ საბუთებსა და ოჯახის წევრების დაცვას ჰპირდებოდა.

კუზმინოვის ცხედარი სხვის სახელზე გაფორმებულ საბუთებთან ერთად აღმოაჩინეს. შემთხვევის ადგილთან ახლოს იპოვეს დამწვარი ავტომობილი, რომელიც, სავარაუდოდ, თავდამსხმელებს ეკუთვნოდათ.

თავდაპირველად პოლიცია ვარაუდობდა, რომ დანაშაული კრიმინალთან იყო დაკავშირებული, თუმცა ახლა ეჭვი კრემლისკენ მიდის, რომლის დაქირავებულ მკვლელებს ევროპის მასშტაბით ადრეც ჩაუტარებიათ მსგავსი ოპერაციები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend