საბრძოლო შემართების შესაქმნელად უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გუშინ კუპიანსკის რეგიონში, ფრონტის ხაზზე, ჩავიდა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, იმ დროს, როდესაც მათ მწირი იარაღი აქვთ და შეერთებული შტატებიც აყოვნებს უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარების გაცემას, რუსეთი რეზერვებს ფრონტის ხაზის გასწვრივ, მნიშვნელოვან წერტილებში, აგროვებს.
I visited one of the medical facilities where our warriors are treated after being wounded, met with the defenders and medical workers, and presented them with state awards.
I am grateful for everything they have done and continue to do. I wish them recovery and victory. I am… pic.twitter.com/kUm72QFL3V
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) February 19, 2024
უკრაინელი სამხედროები იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ ავდიიკვის დასახლება, რომლისთვისაც ოთხი თვის განმავლობაში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დასახლების აღების ამსახველ კადრებს ავრცელებს. ომის თითქმის ორი წლის თავზე ეს მცირე გამარჯვებაა რუსეთისთვის.
ქალაქი ავდიივკა მრავალთვიანი ბრძოლების შემდეგ უკრაინულმა არმიამ დატოვა და მასზე სრული კონტროლი რუსულმა არმიამ მოიპოვა.
უკრაინული მხარის ინფორმაციით მათ ქალაქის დატოვება მწირი რესურსების გამო მოუწიათ. pic.twitter.com/mNSAsy2UO1
— Euronews Georgia (@EuronewsGeorgia) February 19, 2024
რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიაშიც აჩვენეს, როგორ მუშაობენ გამნაღმველები ახლად დაკავებულ დასახლებაში.
სამწუხაროდ, ავდიივკისგან ახლა მხოლოდ ნანგრევებიღაა დარჩენილი. თუმცა, სავარაუდოდ, რუსები აქ გაჩერებას არ აპირებენ. ისინი ეცდებიან კიდევ უფრო წაიწიონ წინ, სანამ უკრაინა საჭირო რაოდენობის საბრძოლო მასალას მიიღებს.