მთავარიმსოფლიორუსი ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის ოჯახი ევროკავშირს დახმარებას სთხოვს

რუსი ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის ოჯახი ევროკავშირს დახმარებას სთხოვს

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ნავალნის გარდაცვალების გამო  საბოლოო პასუხისმგებლობა პრეზიდენტ პუტინსა და რუსეთის ხელისუფლებას ეკისრება.

„ჩვენ შევხვდით იულია ნავალნაიას და პატივი მივაგეთ ალექსეი ნავალნის ხსოვნას. როგორც მოგეხსენებათ, ის პუტინის რეჟიმმა  რუსეთის ციხეში ნელ-ნელა მოკლა”, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა.

იულია ნავალნაია ყოველთვის ერიდებოდა პოლიტიკური ყურადღების ცენტრში ყოფნას, მაგრამ ახლა რუსეთის ფარგლებს გარეთ გადაღებულ ვიდეოში ამბობს, რომ ცვლილებებისა და თავისუფალი რუსეთისთვის მეუღლის მიერ დაწყებულ პოლიტიკურ ბრძოლას აუცილებლად  გააგრძელებს.

ალექსეი ნავალნის დედა კი, მივიდა სასჯელაღსრულების კოლონიაში, სადაც, რუსეთის ხელისუფლების მიერ გავრცელებული ცნობით, მისი შვილი გარდაიცვალა.

ალექსეი ნავალნის დედა სასჯელაღსრულების კოლონიაში – AP

ნავალნის დედა შვილის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას ითხოვს.  თუმცა უშედეგოდ. ხელისუფლების თქმით, ექსპერტიზის დასრულებამდე, ორი კვირა სჭირდება. ნავალნის ცოლი მთავრობას ნავალნის სიკვდილის ნამდვილი მიზეზის დამალვაში ადანაშაულებს, იგი  ერთ-ერთ ვერსიად მოწამვლას ასახელებს.

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებთან ერთად გამოძიებას ითხოვს.

ალექსეი ნავალნის სიკვდილს მთელ ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ალექსეი ნავალნის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად ხალხი მთელ მსოფლიოში შეიკრიბა. რუსეთში ხელისუფლებამ ზოგიერთ ადგილას ამის თავიდან აცილება სცადა და რამდენიმე ასეული ადამიანიც დააკავა. ევროკავშირის წარმომადგენლები მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend