მთავარიაზიაღაზაისრაელ - „ჰამასის" ომში 29 ათასზე მეტი პალესტინელი დაიღუპა - ღაზის ჯანდაცვის...

ისრაელ – „ჰამასის” ომში 29 ათასზე მეტი პალესტინელი დაიღუპა – ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზაში დაწყებული ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი სამხედრო კამპანიის შედეგად გარდაცვლილ პალესტინელთა რაოდენობამ 29 000-ს მიაღწია. თუმცა ეს არ არის საბოლოო მაჩვენებელი, რადგან ის ყოველდღიურად იცვლება.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ „ჰამასის“ წინააღმდეგ იერიშს იქამდე გააგრძელებს, სანამ ისრაელი სრულ გამარჯვებას არ მიაღწევს.

მისი თქმით, თუ მუსლიმანთა წმინდა თვის, რამადანის, დაწყებამდე ყველა მძევალი არ გათავისუფლდება, ისრაელის თავდაცვის ძალები შევლენ სამხრეთის ქალაქ რაფაჰში, რომელსაც ამჟამად ღაზის ორი მილიონ სამასათასიანი მოსახლეობის ნახევარი აფარებს თავს.

ისრაელელმა სამხედროებმა გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ გადაჰყავთ დედა ორ შვილთან ერთად ქალაქ ხან-იუნისის ქუჩებში. ეს იმის მტკიცებულებაა, რომ 7 ოქტომბერს გატაცების შემდეგ ბიბასის ოჯახის წევრები ცოცხლები არიან.

კონფლიქტის შედეგად თითქმის ყოველდღიურად იხსნება საპასუხო ცეცხლი ისრაელსა და ლიბანს შორის, რომელიც მხარს უჭერს „ჰამასს“. ორშაბათს ისრაელის სამხედრო ავიაციამ ორჯერ მიიტანა იერიში საპორტო ქალაქ სიდონზე. მათი სამიზნე „ჰეზბოლას“ იარაღის საცავი იყო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend