ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატიური უწყებების ხელმძღვანელები ერთმანეთს ბრიუსელში ხვდებიან.
მთავარ განსახილველ თემებს შორისაა ღაზაში არსებული კრიზისი და ისრაელელი მძევლების საკითხი.
თუმცა, უპირველეს ყოვლისა, მათ უნდა იმსჯელონ უკრაინაში მიმდინარე ომსა და ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის დაწესებაზე.
ჯოზეფ ბორელმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში, პატივი მიაგო ალექსეი ნავალნის ხსოვნას. მისი თქმით, რუსეთი ომის დაწყებიდან ორი წლის თავზეც არ აპირებს მისი შეჩერებას. ამიტომ მიაჩნია, რომ მათ ორივე, პოლიტიკურ და სამხედრო, ფრონტზე უნდა გააგრძელონ უკრაინელებისა და იმ რუსების მხარდაჭერა, რომლებსაც თავისუფლებაში სურთ ცხოვრება.
I am proposing to EU Member States to rename our Global Human Rights Sanctions Regime the "Navalny Regime".
To honour his memory, for his name to be written on the work of the EU in the defence of human rights around the world. pic.twitter.com/yIGfpcDWBE
— Josep Borrell Fontelles (@JosepBorrellF) February 19, 2024
ჯოზეფ ბორელი გამოვიდა წინადადებით, რომ ადამიანის უფლებების დარღვევისთვის დაწესებულ ევროპული სანქციების რეჟიმს ალექსეი ნავალნის სახელი ეწოდოს. მან სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, რომ ევროპულ საბჭოში ალექსეი ნავალნის ქვრივს, იულია ნავალნაიას, მიიღებენ.