მთავარიევროპაუკრაინარუსეთი აძლიერებს თავდასხმას ავდიივკის მიმდებარე ტერიტორიებზე

რუსეთი აძლიერებს თავდასხმას ავდიივკის მიმდებარე ტერიტორიებზე

მას შემდეგ, რაც საოკუპაციო ძალებმა ქალაქი ავდიივკა აიღეს, საჰაერო შეტევა გაძლიერდა ამ ქალაქის მიმდებარე სხვა ქალაქებსა და სოფლებზე.

სარაკეტო თავდასხმა ანადგურებს მშვიდობიანი მოსახლეობის სახლებსა და თავშესაფრებს, საავადმყოფოებს.

მთელი კვირის განმავლობაში იბომბებოდა სელიდოვე…

ათობით ადამიანი ახლა ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად რიგში დგას, ეს სცენა აღმოსავლეთ უკრაინისთვის უკვე კარგად ნაცნობია. ომის დაწყების შემდეგ დაზარალებულ მშვიდობიან მოსახლეობას გლოვასთან ერთად თავის გადარჩენაზე უწევს ფიქრი.

ბოლო სარაკეტო თავდასხმამ სელიოდოვეში გაანადგურა ადგილობრივი საავადმყოფო და საცხოვრებელი კორპუსი. დაიღუპა 3 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, ბავშვები. დაჭრილია 12 მოქალაქე.

მაშველები შეუსვენებლად ასუფთავებენ ტერიტორიას და ნანგრევებში გადარჩენილებსა და დაღუპულთა ცხედრებს ეძებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend