მთავარიევროპაუკრაინადონეცკის რეგიონის ქალაქ ავდიივკაში რუსულმა ძალებმა დროშა აღმართეს

დონეცკის რეგიონის ქალაქ ავდიივკაში რუსულმა ძალებმა დროშა აღმართეს

უკრაინის აღმოსავლეთით, დონეცკის რეგიონის ქალაქ ავდიივკაში, რუსული დროშა აღიმართა. უკრაინულმა არმიამ დატოვა ქალაქი, სადაც ბრძოლები თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, ქალაქიდან გასვლა მწირი რესურსის გამო მოუწიათ.

გენერალ-პოლკოვნიკმა ოლექსანდრ სირსკიმ სოციალურ მედიაში გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინელი სამხედროები „უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე“ გადადიან.

„ჩვენმა ჯარისკაცებმა ღირსეულად შეასრულეს თავიანთი სამხედრო მოვალეობა, გააკეთეს ყველაფერი, რომ გაენადგურებინათ ძლიერი რუსული სამხედრო დანაყოფები. მათ მტერს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს. ვიღებთ შესაბამის ზომებს სიტუაციის სტაბილიზაციისა და პოზიციების შესანარჩუნებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.

ეს მისი პირველი მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო მას შემდეგ, რაც სირსკი უკრაინის არმიის ახალ მეთაურად დაინიშნა,.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა არმიამ ავდიივკაზე სრული კონტროლი მოიპოვა.

ავდიივკის აღება რუსეთისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა უკრაინის აღმოსავლეთით პოზიციები გაამაგროს. დონეცკის გუბერნატორის განცხადებით, ქალაქში, რომლის მოსახლეობაც რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე 31,000 კაცს შეადგენდა, ახლა მხოლოდ 1000-მდე მცხოვრებია დარჩენილი.

გერმანიაში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლელი მოკავშირეების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინისთვის დახმარების მიწოდების დაყოვნება რუსეთს ამოსუნთქვისა და ძალების მობილიზების საშუალებას აძლევს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ კონგრესი უკრაინის დახმარების დამატებით პაკეტს დაამტკიცებს. ამის შესახებ მან ვოლოდიმირ ზელენსკისთან  სატელეფონო საუბრისას განაცხადა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend