მთავარიამერიკააშშთეთრ სახლში აცხადებენ, რომ რუსეთის ახალი ბირთვული შეიარაღება ჯერ განვითარების ეტაპზეა

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ რუსეთის ახალი ბირთვული შეიარაღება ჯერ განვითარების ეტაპზეა

თეთრი სახლი ცდილობს, დაამშვიდოს საზოგადოება მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი ახალ ბირთვულ ანტისატელიტურ იარაღს ქმნის.

აშშ-ის უსაფრთხოების საბჭოს სპიკერი ჯონ კირბი ჟურნალისტებს შეხვდა და განაცხადა, რომ ახალი სისტემა ჯერ ისევ განვითარების ეტაპზეა. მან დაადასტურა, რომ ეს არის ანტისატელიტური საშუალება, თუმცა ის საფრთხეს ვერ შეუქმნის ადამიანებსა და დედამიწის ზედაპირს.

ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების საბჭოს სპიკერი ჯონ კირბი – AP

„ეს არ არის აქტიური იარაღი. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის სწრაფვა ამ კონკრეტული შესაძლებლობის მიმართ შემაშფოთებელია, ჩვენ არ ვსაუბრობთ იარაღზე, რომელიც ადამიანებზე თავდასხმისა ან დედამიწის განადგურებისთვის გამოიყენება. თუმცა ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით რუსეთის აქტივობებს და გპირდებით, რომ მომავალშიც სერიოზულად მოვეკიდებით  ამ საკითხს”, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ.

პენტაგონში გენერალ-მაიორმა პეტ რაიდერმა უარი განაცხადა, შეიარაღების კლასიფიკაციასთან დაკავშირებით უფრო  დეტალურად  ესაუბრა.

ორივე სახელმწიფო მოხელე აშკარად უკმაყოფილო იყო იმით,  რომ დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ ინფორმაცია გაასაჯაროვა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend