მთავარიმსოფლიოევროპარუსეთის უცვლელი ამბიციები - ინტერვიუ ევროკომისართან

რუსეთის უცვლელი ამბიციები – ინტერვიუ ევროკომისართან

ევროკომისარი და ლიეტუვის ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ვირჯინიუს სინკევიჩუსი ამბობს, რომ საბჭოთა მმართველობის დროინდელი მათი ტრაგიკული ცხოვრება ჯერ კიდევ არის ლიეტუველთა ცოცხალ მეხსიერებაში.

სინკევიჩიუსი უკრაინაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, მოგვიანებით მას ევრონიუსი ესაუბრა.

ლიეტუვა ბალტიისპირეთის ქვეყნებს, ესტონეთსა და ლატვიას შორის პირველი იყო, რომელმაც 1990 წელს საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ის ასევე არის უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამხედრო შემომწირველი.

,,ჩვენი წარსული ძალიან რთულია, როცა რუსეთის დაქვემდებარებაში ვიყავით და ადამიანი რაიმე საქმიანობას ეწეოდა, ან მასწავლებელი იყო, ან თუნდაც, საკუთარი ფერმა ჰქონდა, მას აუცილებლად ციმბირში ასახლებდნენ. ასიათასობით ადამიანია იძულებით გაგზავნილი ციმბირში და მათი უმეტესობა უკან აღარც კი დაბრუნებულა.

ლიეტუვისა და უკრაინის მოსახლეობას ისტორია არ დავიწყებია! რუსები ახლაც იტაცებენ ბავშვებსა და ქალებს, ანადგურებენ ოჯახებს. მათი იმპერიული ამბიციები საერთოდ არ შეცვლილა. ეთნიკური წმენდა ახლაც მათი მთავარი ამოსავალი წერტილია.

ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ დასავლური სამყარო რაც შეიძლება მალე დარწმუნდეს იმაში, რომ ჩვენ უკრაინის მხარდაჭერის გეგმა გვაქვს და ამ ყველაფრის გაგებას დიდი დრო არ მოანდომონ. ამით მხოლოდ მოსკოვი სარგებლობს და ეს ყველაფერი უკრაინაზე ნეგატიურად მოქმედებს.

ყველაზე მეტად მაშინ ვცდებით, როცა გვგონია, რომ ომი ერთ ან ორ თვეში დასრულდება. რუსეთი სწორედ ამით სარგებლობს. ისინი მოთმინებით ელიან არჩევნებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში, რომ იქნებ მდგომარეობები მათ სასიკეთოდ შეიცვალოს”, – ამბობს ევროკომისარი.

ევრონიუსმა მას უნგრეთის პრემიერის, ვიქტორ ორბანის, პოლიტიკის შესახებაც დაუსვა კითხვა.

“ვიქტორ ორბანის გადაწყვეტილებები ნამდვილად სამარცხვინოა. მან შვედეთის ნატოში გაწევრებას მხარი არ დაუჭირა. ეს ქმედებები ევროკავშირისა და მთლიანი დასავლური სამყაროს ინტერესებს ეწინააღმდეგება. მისი გამოსვლებით მხოლოდ ერთი მხარე – რუსეთია კმაყოფილი. აქედან გამომდინარე,  არა მარტო უკრაინამ, არამედ ჩვენც და ყველა ქვეყანამაც უნდა გავაძლიეროთ თავდაცვა და დავეხმაროთ უკრაინას”, – განაცხადა ევროკომისარმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend