13 თებერვალს მსოფლიოში კონდომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. ამ თარიღს წელს შიდსის ჯანდაცვის ფონდის საქართველოს ფილიალიც შეუერთდა სლოგანით “ყოველთვის მოდაშია”.
„უსაფრთხო სექსი და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები“ – ამ თემაზე შიდსის ჯანდაცვის ფონდის საქართველოს ფილიალმა შეხვედრა ჩაატარა, სადაც კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას, რომ კონდომი საუკეთესო და უსაფრთხო საშუალებაა აივ-ს, სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისა და დაუგეგმავი ორსულობის თავიდან ასაცილებლად.
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში შიდსის ჯანდაცვის ფონდის საქართველოს პროგრამის მენეჯერმა, ნინო ხეთაგურმა ისაუბრა.