ისრაელის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ხან-იუნისში ნასერის საავადმყოფოში ჩატარებული რეიდის შედეგად იპოვეს ძებნილი მებრძოლები.
არმიის სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ „ჰამასის“ დაჯგუფების იმ 3 წევრის ვინაობა გაამხილა, რომელთაც საავადმყოფოში მიაგნეს და რომლებიც, სავარაუდოდ, 7 ოქტომბრის თავდასხმაში მონაწილეობდნენ.
Watch IDF Spokesperson RAdm. Daniel Hagari’s briefing regarding the IDF's operation in the Nasser Hospital, where Israeli hostages have been held: pic.twitter.com/3TmAuLgG0D
— Israel Defense Forces (@IDF) February 15, 2024
„ჰამასს“ რომ არ წამოეწყო ეს ომი, არ გაეტაცებინა ჩვენი მოქალაქეები, აქ რომ არ დამალულიყვნენ, ჩვენ არც მოვიდოდით ამ საავადმყოფოში. ეს ომი „ჰამასმა“ წამოიწყო, ისრაელი კი მას დაასრულებს”, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარმა.
საავადმყოფოს თანამშრომლების თქმით, აქ ქაოსური ვითარებაა. ჯერჯერობით დაუდგენელია, რამდენი ადამიანი დაშავდა ან დაიღუპა ისრაელის არმიის საავადმყოფოში შემოსვლის დროს.
„აქ არმია იყო შემოსული. მათ ფარნები აანთეს და ხუთ-ხუთ ადამიანს მოგვცეს გამოსვლის შესაძლებლობას. ვისი აყვანაც სურდათ, იმათ იტოვებდნენ. ჩვენ დიდხანს გაგვაჩერეს, სამიდან ექვს საათამდე. ამდენი ხნის განმავლობაში ფეხზე ვიდექი. ძალიან მიჭირდა, ვერც დავდიოდი. ვისაც აიყვანდნენ, ტანსაცმელს ხდიდნენ, სცემდნენ და აწამებდნენ”, – ამბობს ნასერის საავადმყოფოს პაციენტი, რეად აბედი.
ხუთშაბათს „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნდა სატელიტური ფოტოები, რომლებზეც ჩანს, რომ რაფაჰის გადასასვლელი პუნქტის ახლოს სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც ვარაუდობენ, ისრაელის ძალები რაფაჰში სახმელეთო ოპერაციის დაწყებას გეგმავენ და ამიტომ ამ ადგილს ლტოლვილთა ბანაკისთვის ამზადებენ. თუმცა ინფორმაციას ეგვიპტის ოფიციალური პირები არ ადასტურებენ.