მთავარიევროპაგერმანიაბერლინის 74-ე კინოფესტივალი დაიწყო

ბერლინის 74-ე კინოფესტივალი დაიწყო

ბერლინის 74-ე კინოფესტივალი უკვე დაიწყო. წლევანდელი ბერლინალე ფილმების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ფესტივალზე 233 ფილმი იქნება ნაჩვენები, აქედან 20 სხვადასხვა ნომინაციაზეა წარდგენილი.  

გამარჯვებულ ფილმებს საერთაშორისო ჟიური გამოავლენს, რომელსაც მრავალი პრიზის მფლობელი მსახიობი ლუტიპა ნიონგ’ო ხელმძღვანელობს. კარლო ჩატრიანი და მარიეტ რისენბეკი კინოფესტივალს ბოლოჯერ უხელმძღვანელებენ. ისინი დირექტორის თანამდებობას 5-წლიანი მუშაობის შემდეგ ტოვებენ.

„La Cosina,” „Cuckoo,” და „ასეთი წვრილმანები“ ის ფილმებია, რომელთა ნახვასაც მაყურებელი ყველაზე მეტად ელოდება. ფილმში „ასეთი წვრილმანები“ მთავარი როლს კილიან მერფი ასრულებს, მისი აღმასრულებელი პროდიუსერი კი მეტ დეიმონია. შესაბამისად, ჟიურის წინ ძალიან საინტერესო დღეები ელის, რომ გადაწყვიტოს, თუ რომელ ფილმს ერგებათ ფესტივალის მთავარი ჯილდო „ოქროს დათვი“.

ბერლინალეს დაწყებამდე ასობით გულშემატკივარი ფესტივალის ტერიტორიის მახლობლად საათობით იდგა. მათ სურდათ, ფილმის  „ასეთი წვრილმანების“ შემოქმედებით გუნდსა და მსახიობებს შეხვედროდნენ. წითელ ხალიჩაზე  ისმოდა საპროტესტო შეძახილებიც: „არა რასიზმს“ და „არა ულტრამემარჯვენე პარტიებს. წლევანდელი ბერლინალე პოლიტიკური ხასიათითაც გამოირჩევა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend