მთავარისაქართველოსაქართველოს მმართველობის ინდექსი 2023

საქართველოს მმართველობის ინდექსი 2023

“საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა” წარადგინა ყოველწლიური კვლევითი დოკუმენტი “საქართველოს მმართველობის ინდექსი”. ეს დოკუმენტი მიმოიხილავს საქართველოს შედეგებს ოთხი მიმართულებით: დემოკრატიული მმართველობა, ეფექტიანი მმართველობა, სოციალურ-ეკონომიკური მმართველობა და საგარეო მმართველობა.

კვლევის მიზანია მმართველობის სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს მიღწევებისა და არსებული გამოწვევების განსაზღვრა. ამასთან, ქვეყანაში მმართველობის ხარისხის გაუმჯობესებისა და რისკების შემცირებისთვის დოკუმენტში მოცემულია შესაბამისი რეკომენდაციები.

“მთავარი გამოწვევები გამოიკვეთა საგარეო პოლიტიკის სფეროში. ეს სფერო ბოლო ორი წელია რეგრესირებს. გამოკითხვის მიხედვით, წელსაც დაიკლო ქულებმა. ეს ძირითადად გამოწვეულია დაძაბულობით დასავლელ პარტნიორებთან და რუსეთიდან მომდინარე რისკების არაოპტიმალური მართვით. რაც შეეხება წინგადადგმულ ნაბიჯებს, გამოიკვეთა სამოქალაქო საზოგადოების პოზიტიური როლი, რომელიც მან იგივე მარტის მოვლენების დროს შეასრულა”, – ამბობს ბიძინა ლებანიძე, “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” უფროსი ანალიტიკოსი.

“დინამიკას თუ შევაფასებთ, იმ უკუსვლებმა, რეგრესებმა და ნეგატიურმა მოვლენებმა, რომლებიც საგარეო პოლიტიკის მიმართულებით დაფიქსირდა, გადაწონა ექსპერტების მიერ აღნიშნული დადებითი მიმართულებები, მათ შორის კანდიდატის სტატუსის ნომინალური მიღებაც, რომელიც რეგრესების ფონზე მოხდა“, – ამბობს ნინო სამხარაძე, “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” პოლიტიკის ანალიტიკოსი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend