მთავარიევროპარუსეთიპუტინი ამბობს, რომ სურს ამერიკის არჩევნებში ბაიდენმა გაიმარჯვოს

პუტინი ამბობს, რომ სურს ამერიკის არჩევნებში ბაიდენმა გაიმარჯვოს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ მას ურჩევნია ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნები ჯო ბაიდენმა მოიგოს და არ დონალდ ტრამპმა.

რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიასთან ინტერვიუში პუტინმა განაცხადა, რომ იმუშავებს აშშ-ის ნებისმიერ ლიდერთან, რომელსაც აირჩევენ, თუმცა დააკონკრეტა, რომ ბაიდენის გამარჯვებას ურჩევნია, რადგან, მისივე სიტყვებით, ის უფრო გამოცდილი და პროგნოზირებადი პოლიტიკოსია.

“”ბაიდენი?  ის უფრო გამოცდილი ადამიანია, ის პროგნოზირებადია, ძველი ყაიდის პოლიტიკოსი. თუმცა ჩვენ ვიმუშავებთ ნებისმიერ ლიდერთან, რომელსაც ამერიკელი ხალხი ნდობას გამოუცხადებს.

ვლადიმერ პუტინმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას ჯო ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

“მე შევხვდი ბაიდენს შვეიცარიაში, ეს იყო რამდენიმე წლის წინ, სამი წლის წინ…. ჯერ კიდევ,  ამბობენ, რომ  ბაიდენი ქმედუუნაროა მაგრამ მე მსგავსი არაფერი მინახავს – მსგავსი არაფერი დიახ, ის თავის ფურცლებში იყურებოდა – მართალი გითხრათ, მე ჩემსას ვუყურებდი, ეს დიდი არაფერია…  და ის, რაც მან ვერტმფრენიდან გადმოსვლისას თავი რაღაცას მიარტყა, რომელ ჩვენგანს არ მიურტყია თავი რამეზე?”

დონალდ ტრამპი ხშირად დაუდანაშაულებიათ იმაში, რომ პუტინთან მიმართებით ზედმეტად რბილი პოზიცია აქვს.

პუტინისთვის მაამებელი უწოდეს ტრამპის ბოლოდროინდელ განცხადებასაც, სადაც მან თქვა, რომ წააქეზებს რუსეთს თავს დაესხას ნატოს მოკავშირეებს, რომელიც თავდაცვისთვის არასაკმარის თანხებს იხდიან. ამასთან უკვე რამდენიმე წელია ვრცელდება ცნობები, რომ 2016 წელს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის სასარგებლოდ ერეოდა მოსკოვი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend