მთავარიევროპაიტალია“მილიარდი ქალის ამბოხი”

“მილიარდი ქალის ამბოხი”

14 თებერვალი წმინდა ვალენტინის დღეა, თუმცა ეს არის ასევე დღე, როდესაც აქტივისტები მთელი მსოფლიოდან ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გამოდიან და ცეკვით ეუბნებიან სათქმელს საზოგადოებას.

რომში ოცმა მოცეკვავემ და დანტე ალიგიერის სახელობის სკოლის ორმოცდაათმა მოსწავლემ ესპანურ კიბეებზე  საცეკვაო ნომერი შეასრულა.

ორგანიზაცია „მილიარდი ქალის ამბოხის“ შექმნის იდეა „საშოს მონოლოგების“ ავტორს ივ ენსლერს ეკუთვნის.

ორგანიზაცია ღონისძიებებს 190 ქვეყანაში მართავს და მისი ჰიმნის შესრულების დროს ასობით ადამიანი ერთვება ცეკვაში.

მონაწილეებს ქორეოგრაფიის შესწავლა შეუძლიათ სპეციალური საიტზე, სადაც ყველა მოძრაობა დეტალურადაა ნაჩვენები.

ორგანიზაცია მსოფლიო მასშტაბით ერთ მილიარდ ქალს ეპატიჟება საცეკვაოდ,  რათა გაერთიანდნენ, მოითხოვონ ძალადობის დასრულება და საზოგადოებას კოლექტიური გლობალური სოლიდარობა უჩვენონ.

საშუალოდ ქალების 35 პროცენტი ძალადობის მსხვერპლია. ზოგიერთ ქვეყანაში ეს მაჩვენებელი 70 პროცენტამდეც კი ადის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend