„ჰეზბოლამ“ ჩრდილოეთ ისრაელში სამხედრო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, რასაც რამდენიმე საათში ისრაელის მხრიდან საპასუხო რეაქცია მოჰყვა.
ისრაელმა სამხრეთ ლიბანზე მიიტანა ავიაიერიში, რომელსაც შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორი ბავშვია. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დაპირისპირება შესაძლოა უფრო ფართო რეგიონულ კონფლიქტში გადაიზარდოს.
„ჰეზბოლას“ მებრძოლები აცხადებენ, რომ ისრაელის ჩრდილოეთ ფრონტზე აქტიურობით ისინი ამცირებენ „ჰამასზე“ ზეწოლას ღაზაში. ომის დაწების შემდეგ მხარეები თითქმის ყოველდღიურად უხსნიან საპასუხო ცეცხლს ერთმანეთს ლიბანის საზღვრის გასწვრივ.
ღაზაში მცხოვრები პალესტინელები ამბობენ, რომ ისრაელმა ქალაქ ხან-იუნისში ათასობით იძულებით გადაადგილებულის ევაკუაციის ბრძანება გასცა, ისინი ღაზის უდიდეს საავადმყოფოს აფარებდნენ თავს.
მედიკოსების მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ტოვებენ საავადმყოფოს მოქალაქეები, მხოლოდ პაციენტებსა და პერსონალს მისცეს დარჩენის უფლება.
On 10 Feb, @WHO and partners accessed Al Aqsa hospital in central #Gaza – first time in 27 days.
We provided trauma supplies, medicines, and vaccines to address the health needs of 3,700 patients.
The 270-bed hospital had 400 patients and over 5,000 people seeking shelter. An… pic.twitter.com/08HTds3afH
— WHO in occupied Palestinian territory (@WHOoPt) February 14, 2024
როგორც ჩანს, ისრაელი უფრო მასშტაბური სახმელეთო შეტევისთვის ემზადება და მისი სამიზნე ახლომდებარე ქალაქ რაფაჰში „ჰამასის“ პოზიციებია.
საერთაშორისო საზოგადოებამ არაერთხელ მოუწოდა ისრაელს თავის შეკავებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისკენ, რადგან ამ დაპირისპირების დროს ყველაზე მეტად ბავშვები ზარალდებიან.
რაფაჰში მყოფი ადამიანების ბედი ახლა კაიროში კატარის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული. თუმცა, ბოლო ინფორმაციით, მოლაპარაკებები ამ ეტაპზე ჩიხშია, მიზეზი კი, როგორც ისრაელის მხარე აცხადებს, „ჰამასის“ არარეალური მოთხოვნებია.